50 მლნ-ის შემდეგ კიდევ 40 მლნ – მთავრობა რთველის სუბსიდიას ზრდის

50 მლნ-ის შემდეგ კიდევ 40 მლნ – მთავრობა რთველის სუბსიდიას ზრდის

“რთველი 2022” გადასახადის გადამხდელებს 90 მილიონი ლარი დაუჯდებათ – ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვბეგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული მოსავლის მართვის კომპანია 40 მილიონი ლარის ყურძენს მევენახეებისგან პირდაპირი გზით შეიძენს. ამ პროცესისთვის კომპანიას შესყიდვების სააგენტოს თანხმობა ესაჭიროება. 16 აგვისტოს კომპანიამ ₾50-მილიონიანი შესყიდვის თანხმობაც მიიღო.

2017 წლიდან მოყოლებული საქართველოს მთავრობა ბაზარზე არსებულ ჭარბ ყურძენს პირდაპირი კონტრაქტის მეშვეობით ყიდულობს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, ბიუჯეტი იხდის ყურძნის ფასს, რადგან “ბაზარზე გაუყიდავი ყურძენი არ დარჩეს”. 

საქართველოში წელს 280 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელიან. ამ მოცულობის დაახლოებით ერთ მესამედს სახელმწიფო კომპანია შეისყიდის.

მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული კომპანია ამ ყურძნისგან სპირტს ხდის და მას ამარაგებს, შემდგომ კი აუქციონების მეშვეობით ყიდის.

2017 და 2018 წლებში სუბსიდია 40 მილიონი ლარი იყო, რაც 2019 წელს 80 მილიონამდე, 2020-ში 104 მილიონ ლარამდე, 2021 წელს კი 138 მილიონ ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, სუბსიდირების ზრდასთან ერთად ბაზარზე სახელმწიფო ჩარევაც მზარდია.

მსგავსი სიახლეები

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

“სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება”, – ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-თან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში,…
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში…
მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით, 1.8 მილიარდამდე მცირდება

მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით,…

თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300…